სათადარიგო ნაწილების ადგილობრივი მიმწოდებლიდან, ჰიდრავლიკური სისტემის მსოფლიო მასშტაბის მოვაჭრემდე
HANSA-FLEX-ის ისტორია დაიწყო ერთი კაცით და მისი იდეით. 1962 წელს, კომერციულმა წარმომადგენელმა იოაჰიმ არმერდინგმა (Joachim Armerding)- ბრემენში, ზეთის ჰიდრავლიკის მილების გაყვანილობის საადარიგო ნაწილების დამზადება და პერსონალური მიწოდება დაიწყო. ჩვენი კომპანიის 50 წლიანი ისტორია ერთი ადამიანის ადგილობრივი აქტივობით დაიწყო, რომელიც გლობალურად მოქმედ ორგანიზაციულ ჯგუფად ჩამოყალიბდა და ის დღესაც 100% ოჯახურ საკუთრებაშია.
ჩვენი კლიენტების მომსახურებისათვის, დღეისათვის 400 შვილობილ კომპანიაში, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე 3200 ადამიანია ყოველდღიურად დასაქმებული.
სათადარიგო ნაწილების საქმიანობაში საკვანძო კომპეტენცია
ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს ჯერ კიდევ ჰიდრავლიკური მილებისა და შეერთებების ნაწილების სათადარიგო ელემენტების მოწოდება წარმოადგენს. HANSA-FLEX უზრუნველყოფს ხარისხიანი მილოვანი გაყვანილობების, არმატურების, შემაერთბელი ტექნიკისა და აქსესუარების წარმოებას და მიწოდებას, "წარმოებულია გერმანიაში"-ს სახელით ყველა ზომის ორგანიზაციებისთვის- პატარა მწარმოებლებიდან-მსოფლიო კონცერნების ჩათვლით.
სისტემური მოვაჭრე ორიგინალი აღჭურვილობის მწარმოებელთა (OEM) საქმიანობაში
HANSA-FLEX დღეისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სისტემური მოვაჭრეა სითხის სფეროში. სულ უფრო მეტი OEM-მომხმარებელი იღებს ჩვენგან კომპლექსურ ჰიდრავლიკურ გადაწყვეტილებებს. ისინი სარგებლობენ ჩვენი მაღალ სპეციალიზირებული ექსპერტების კლიენტის მოთხოვნაზე ინდივიდუალური ურთიერთქმედებით. მსოფლიო მასშტაბით ჩვენი ფილიალების ქსელით სითხეების ტექნოლოგიას ყველგან ხელმისაწვდომს ვხდით.
ჩვენი კომპეტენცია ორიგინალი აღჭურვილობის წარმოებაში მოიცავს:
- აგრეგატმშენებლობა და ინჟინერია
- ცილინდრების შეკეთება და საიზოლაციო ტექნიკა
- სპეციალური მილები და არმატურების აწყობა
- შლანგოვანი და მილოვანი გაყვანილობების სერიული წარმოება
ყველა სფეროს ჰიდრავლიკური კომპეტენცია
HANSA-FLEX-ს მრავალი წლის მანძილზე ენდობიან სხვადასხვა სფეროს კლიენტები. HANSA-FLEX-ს მრავალმხრივი გამოცდილება და შესანიშნავი შეფასებები გააჩნია შემდეგ სფეროებში:
- სამშენებლო სფერო
- სამთო და გვირაბმშვენებლობა
- სოფლის მეურნეობა
- სატყეო მეურნეობა
- განკარგვა და გადამუშავება
- ქიმიური ინდუსტრია
- ტრანსპორტი და ინტრალოგისტიკა
- საზღვაო მეურნეობა
- ენერგო მომარაგება
- სარკინიგზო სფერო
- მექანიზმებისა და დანადგარების მშენებლობა