ჰიდრავლიკური სისტემებისათვის სათადარიგო ნაწილების სწრაფი და ეფექტური მიწოდება
HANSA-FLEX მსოფლიო მასშტაბით უზრუნველყოფს სწრაფ და კომპეტენტურ დახმარებას, სტაციონარული და მობილური ჰიდრავლიკური სისტემების მოულოდნელი შეფერხებებისას. ჩვენი ფილიალების მზარდი ქსელითა და ჩვენი მობილური ჰიდრავლიკური მყისიერი მომსახურების სერვისის სატრანსპორტო საშუალებებით, შესაბამისი სათადარიგო ნაწილის სწრაფ და მარტივ მიწოდებას ვუზრუნველყობთ.
კომპეტენტური სასწრაფო დახმარების გარდა, HANSA-FLEX-ის მყისიერი ჰიდრავლიკური სერვისის გამოყენება ასევე მობილურ სახელოსნოებადაც შეიძლება. პატარა პროექტების, დიდი სამშენებლო სამუშაოების ან მხოლოდ მოკლევადიანი მხარდაჭერისას: დაგეგმეთ ჰიდრავლიკური მყისიერი სერვისი, როგორც მოქნილი და ეფექტური მომსახურებისას!
HANSA-FLEX-ის ჰიდრავლიკური მყისიერი სერვისის გამოყენებისას თქვენი სარგებელი
- წელიწადში 365 დღე, 24 საათი თქვენს სამსახურში
- რეაგირების სწრაფი დრო მუდმივად მზარდი ფილიალების რაოდენობის გამო და ჰიდრავლიკის მობილური მყისიერი სერვისის სატრანსპორტო საშუალებები
- განსწავლული მომსახურე ტექნიკოსები, მყისიერი სარემონტო სამუშაოები ადგილზე
- სრული აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილების ასორტიმენტი მონტაჟის, დემონტაჟისა და ბორტზე ჰიდრავლიკური მილოვანი გაყვანილობების დამზადებისას
- მობილური სახელოსნო მოქმედებს გარე ენერგო წყაროებისაგან დამოუკიდებლად
მილის კოდირება X-კოდით
HANSA-FLEX X-კოდის მეშვეობით პროდუქტის ყველა მახასიათებელი თითოეული მილოვანი გაყვანილობისათვის ცალსახად და შეუცდომლად დგინდება, რაც სათადარიგო ნაწილების გამარტივებული მოძიებისათვის მონაცემთა ბაზაში ინახება. 6 ნიშნა ალფანუმერული კოდი ისეთივე ზუსტია, როგორც თითის ანაბეჭდი, X-კოდის ეტიკეტი გარკვევით ხილვადია და მილის გაყვანილობაზე ხანგრძლივი პერიოდით მაგრდება - სათადარიგო ნაწილის მოძიებისას შეცდომები და შეფერხებები გამორიცხულია.
X-კოდის გამოყენებისას თქვენი სარგებელი
- შეუცდომელი იდენტიფიკაცია ღილაკის დაჭერისას
- სათადარიგო ნაწილი დარეკვით, სწრაფი მოწოდება
- ხელმისაწვდომია მსოფლიო მასშტაბით
- სურვილის შემთხვევაში შემდგომი კოდირება
- მომხმარებლების სპეციფიკის მონაცემთა ბაზა MY.HANSA-FLEX.COM
- სურვილის შემთხვევაში HANSA-FLEX-ის მიერ მილების მართვის გადაბარება შენარჩუნების პრევენციის ფარგლებში
შენარჩუნების პრევენცია
სტაციონარული და მობილური ჰიდრავლიკური სისტემების შენარჩუნების პრევენციის შესახებ, HANSA-FLEX თავის კლიენტებს მრავალრიცხოვან მომსახურებას სთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ HANSA-FLEX -ის ინდუსტრიული მონტაჟის სპეციალისტების გუნდით, რომელიც საინსპექციო, ტექნიკური შემოწმებისა და შენარჩუნების პრევენციაში ჩვენი მოწყობილობის ოპტიმირებაში დაგეხმარებათ ან ასევე მთლიანად გადააწყობს მას.
აქედან გამომდინარე, ჩვენი მომსახურების ფართო შემოთავაზებებით, მილების მენეჯმენტისა და სითხის მომსახურებაში ვაზღვევთ თქვენი მოწყობილობის ხანგრძლივ ხელმისაწვდომობას. ყველა ზომა მიზანმიმართულია თქვენი ხარჯების შემცირებისა და პროდუქტიულობის მომატებაზე. რეგულარული შემოწმების საფუძველზე, გაცვეთილი ჰიდრავლიკური ნაწილების გამოცვლით, კომპონენტებზე ხარვეზების დროული ამოცნობითა და ჰიდრავლიკური ზეთის რეგულარული ანალიზითა და მოვლით შესაძლებელია მექანიზმის მოულოდნელი გათიშვის თავიდან აცილება.
ჩვენი მომსახურება შენარჩუნების პრევენციისათვის
- დაგეგმილი ტექნიკური შემოწმებები, რათა თავიდან იქნას აცილებული დაუგეგმავი გათიშვები სტაციონარულ და მობილურ დანადგარებზე
- დანადგარის ოპტიმირება მოქმედების ეფექტურობის გასაზრდელად
- არსებული ჰიდრავლიკური დანადგარის მონტაჟი, დემონტაჟი ან ხელახალი ინსტალაცია
- რიგითი შემოწმებები და ჰიდრავლიკური მილოვანი გაყვანილობების გამოცვლა
- ჰიდრავლიკური ზეთების ანალიზი და მოვლა (მყისიერი ხარვეზის ამოცნობა ზეთის შერევის, ზეთის დაბინძურების, ზეთში წყლის არსებობის)
- კომპონენტებზე ზიანის ამოცნობა (მაგ: ტუმბოს დაზიანება, ჰიდრავლიკა, ძრავი და ცილინფრული ზიანი, მილოვანი გაყვანილობის ან ჰიდრავლიკური ფილტრების დაზიანება)
- კომპონენტების ცვეთისა და ზეთის მოხმარების მინიმალიზება
ლოგისტიკური მომსახურებები
HANSA-FLEX-ის სისტემური პარტნიორის შემოთავაზებები ინტელექტუალურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს ყველა კლიენტს, რომელიც უფრთხილდება რესურსებს და პროდუქტიულობის მომატებაზე არის ორიენტირებული. OEM და სერვისის მიმწოდებლები თანაბრად სარგებლობენ ჩვენს პორტფოლიოში შემავალი ლოგისტიკური მომსახურებებით, რომელიც ზუსტად არის მორგებული მათ შიდა პროცესების მიმდინარეობაზე.
HANSA-FLEX, ჰიდრავლიკის ირგვლივ მორგებულ გადაწყვეტილებას გთავაზობთ ნებისმიერი ლოგისტიკური გამოწვევებისათვის, იქნება ეს მობილური ჰიდრავლიკური მომსახურების კონტეინერი მოშორებული სამშენებლო უბნებისათვის, დასაწყობების ხარჯების ოპტიმიზებისათვის, ფიქრსირებულ დროში, თუ მომხმარებლის სპეციფიკის შესაბამისი სერიული წარმოება.
HANSA-FLEX-ის ლოგისტიკური მომსახურების მიმოხილვა:
- მობილური ჰიდრავლიკური მომსახურების კონტეინერი რთულად მიდგომადი ადგილებისათვის გამოყენების ტერიტორიები, როგორიც არის მაგ. გვირაბმშენებლობა (აღჭურვილი ინდივიდუალურად მორგებული სათადარიგო ნაწილების ასორტიმენტით, ხელსაწყოებითა და მექანიზმებით)
- კანბანური საწყობი რეგულარული და სტრუქტურული საწყობი მილოვანი გაყვანილობებით ან მთლიანი სამონტაჟო კომპლექტები (კომპლექტაცია) თქვენთან ადგილზე
- მაღალი მოქნილობის კომპლექტაცია - ჩვენი დასაყენებლად გამზადებული სამონტაჟო ნაწილები შესაძლოა შეიცავდეს სხვა მიმწოდებლის კომპონენტებს
- "ქარხანა ქარხანაში წარმოება": ინტეგრირებული საწარმოო აღჭურვილობები, მომხმარებელთა საჭირო ნაწილების საწყობითა და მექანიზმების პარკირების ზონებით, დღის აქტუალური ჰიდრავლიკური მოთხოვნის უშუალოდ საწარმოში დაკმაყოფილებისათვის
- EDI და სკანერის გადაწყვეტილებები შეკვეთის პროცესის ოპტიმირებისათვის
- მილოვანი შეერთებების, მილების, სპეციალური არმატურებისა და აგრეგატები (საცალო ნაწილები ამ კლიენტისათვის ინდივიდუალური სერიული წარმოება)