ჰიდრავლიკური და მილოვანი გაყვანილობები

HANSA-FLEX ამზადებს ყველა ზომის მილოვან გაყვანილობებს ნებისმიერი გამოყენების ადგილისათვის. ჩვენს ასორტიმენტში თქვენ ნებისმიერი ჰიდრავლიკური გამოყენებისათვის შესაბამის მილს იპოვნით, იქნება ეს სპირალური თუ ქსოვილავანი, დაბალი, საშუალო თუ მაღალი წნევის მილი. 

 

სენსიტიური სამონტაჟო ადგილებისათვის, როგორიც არის საკვები ინდუსტრია, საჰაერო ან სამედიცინო ტექნიკა, ჩვენ გთავაზობთ გემოსგან და სუნისგან თავისულად PTFE მილებს, რომელიც მდგრადია - 200 °C დან + 600 °C-მდე.

 

ყველა ჩვენი პროდუქტი რთულ პროცესს გადის და ექსტრემალურ პირობებში იტესტება, რათა ნებისმიერ დროს შეძლოს ადამიანისა და მექანიზმის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენი სერთიფიცირებული ხარისხის მართვის ფარგლებში მოქმედებს HANSA-FLEX -ის საკუთარი შემოწმების ლაბორატორია, რომელიც მჭიდრო თანამშრომლობაშია მასალების ოფიციალურ საკვლევ ლაბორატორიასთან.

 

ჩვენი პროდუქციის სფერო მოიცავს: 

 

 

  • ყველა მავალი ჰიდრავლიკური მილები და მასთან დაკავშირებული არმატურები
  • სერთიფიცირებული მილოვანი გაყვანილობები ისეთი სენსიტიური სამონტაჟო ადგილებისათვის, როგორიც არის მაგალითად გემი, ოფშორული ინდუსტრია, სარკინიგზო ტრანსპორტი და სამთო მშენებლობები მრავალრიცხოვანი მიღების შესაძლებლობებით (GL, LR, DNV, BWB, DGRL, DVGW და სხვა მრავალი)
  • ისეთი შემაერთებელი ტექნიკა, როგორიც არის ხრახნები, მილტუჩები, სფერული სარქველები, გადამყვანი და შეუღლებები
  • სხვადასხვა აქსესუარები, როგორიც არის დასამაგრებლები, ნახეთქებისა და აბრაზიებისაგან დამცავები (გაღუნვის, სიცხისა და აბრაზიისგან დაცვა)
  • ინდუსტრიული, მეტალისა და პოლიტეტრაფტორეთილენის (PTFE) მილები 
  • მაღალი წნევის მილები (500 ბარ-მდე) მძლავრი გამოყენებისას, როგორიც არის მაგ: ჰიდროსტატიური და პირდაპირი ამძრავები
  • ძალიან მაღალი წნევის მილები (3.200 ბარ-მდე), ატიპიურად მაღალი წნევისას გამოყენებისათვის როგორიც მაგალითად მაღალი წნევის მაფორმირებელი ტექნიკა და ჰიდრაცლიკური სამონტაჟო პრესები

 

 

მილები და სპეციალური არმატურები

HANSA-FLEX ამზადებს მაღალხარისხიან  DIN 2391 სიზუსტის მილების ნებისმიერ ვარიაციებს სხვადასხვა სამონტაჟო ადგილებისათვის. ჩვენი მაღალ სპეციალიზირებული საწრმოები ფლობენ თანამედროვე, კომპიუტერულად მართვად CNC მღუნავ დანადგარებს წარმოების ძალიან მაღალი სიზუსტის შესაძლებლობით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ ყველა სახის მავალ მილების დამუშავებას, მილების შეერთების ტექნიკასა და საიზოლაციო ფორმებს.  

 

თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, HANSA-FLEX მოგაწოდებთ თქვენზე მორგებულ გადაწვყეტილებას, იქნება ეს საცალო თუ ერთიანი წინასამონტაჟო სამშენებლო ჯგუდი, სტანდარტული ასორტიმენტი, ინფივიდუალური დამზადება თუ მასაზე მორგებული სერიული წარმოება ორიგინალი აღჭურვილობის მწარმოებლისათვის.

 

ჩვენი შეთავაზება მოიცავს: 

 

 

  • შავი ან მოცინკული ჰიდრავლიკური მილის ზუსტი მილები, უჟანგავი ფოლადის, სპილენძის, ალუმინის ან ცისტაპლექსის
  • ყველა მავალი მილების დამუშავება, მილთა შეერთბის ტექნიკა და საიზოლაციო ფორმები საიზოლაციო ფორმებს
  • ინდივიდუალურ ნაწილებს, სერიულ წარმოებას ან სრულ წინა სამონტაჟო სამშენებლო ჯგუფებს
  • მრავლობითი მოხრის მილოვანი არმატურები, სასურველი ფორმის გადამყვანითა და სხვადასხვა ხრახნებით, ისევე როგორც რთული კოლექტორები და მილის გამანაწილებელს
  • მილის ხრახნებსა და გადამყვანს 
  • ყველა სახის მოხრილი მილები, ნებისმიერ დროს ერთი ერთში რეპროდუქცირებადია, საიდენტიფიკაციო ნომერი და ყველა სპეციფიკაციები ელექტრონულად ინახება და ნახაზებად აისახება

 

 

 

კიდრავლიკური კომპონენტები

HANSA-FLEX-ის ჰიდრავლიკური კომპონენტები მოიცავს აგრეგატის კომპონენტებიდან ცილინდრზე დამთავრებულ A-დან Z-მდე კომპონენტებს. DIN EN ISO 9001 სერთიფიცირებით ჩვენ მაღალ ხარისხის სტანდარტს ვქმნით ჩვენი ჰიდრავლიკური კომპონენტებისათვის მხოლოდ ერთი მიზნით: ხანგრძილივი მოხმარება მინიმალური ხარჯებით.

 

მუდმივად ხელმისაწვდომი სასაწყობე ნაშთები მოიცავს მისაწოდებლად მზა 4500-ზე მეტი დასახელების არტიკულს. ასორტიმენტის ნახვა ჩვენს ელექტრონულ კატალოგში მსოფლიოს მასშტაბით, დღეღამის ნებისმიერ დროს, 20-ზე მეტ ენაზე არის შესაძლებელი. 

 

ჩვენი შეთავაზების მიმოხილვა:

 

 

  • სარქველები, ტუმბოები, ელექტრო და ჰიდრავლიკური ძრავები, საზომი ტექნიკა, რეზერვუარები, ავზები
  • ჰიდრავლიკური ცილინდრები და იზოლაციები (ახალი პროდუქტები და შეკეთება)
  • ტექნიკური რჩევები, მოწყობა და მითითებები
  • სპეციალური 700 ბარ-იანი მაღალი წნევის ჰიდრავლიკის პროგრამა 
  • სამონტაჟოდ მზა ჰიდრავლიკური სამშენებლო ჯგუფების მიწოდება (კოლექტორები, სარქვლოვანი კომბინაციები)
  • ფილტრის მოწყობილობები, ფილტრაციის აქსესუარები და ჰიდრავლიკური სითხეები

 

 

ინჟინერია და აგრეგატების მშენებლობა

HANSA-FLEX აწყობს და ამზადებს ინოვაციურ ამძრავებისა და მართვის ტექნიკას, მთლიანი ჰიდრავლიკური დანადგარის პროექტირებით. ინდუსტრიული და მობილური გამოყენებისათვის მაღალი ვერტიკალური დამზადებისათვის, ჩვენ სწაფი მიწოდების გარანტიას გაძლევთ კონცეფციიდან, მონტაჟამდე და ადგილზე ექსპლუატაციამდე.

 

ჩვენი შესრულების სფეროს მიმოხილვა

 

 

  • აგრეგატების, ცილინდრებისა და სპეციალურ სარქვლოვანი ბლოკის კონსტრუქცია და დამზადება მხარდაჭერილი უახლესი 3D CAD პროგრამული უზრუნველყოფით
  • მთლიანი ჰიდრავლიკური სისტემის პროექტირება HANSA-FLEX-ის ინდუსტრიული მონტაჟის მეშვეობით დაყენება და ექსპლუატაციაში მოყვანა
  • არსებული ჰიდრავლიკური სისტემების გადამზადება და გაფართოება
  • კომპაქტური აგრეგატების (4 კვ-მდე) დამზადება კლიენტისათვის შესაბამისი სპეციალური გადაწყვეტილებებით (100კვ, 450ბარ, 4.000ლ ტევადობის მოცულობამდე)